ჟურნალისტი ზაზა დავითაია თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებსა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით მოსაზრებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოთქვამს.
მისი თქმით, უკვე აშაკარაა თუ შეშას, რომლის მიტანაც პარლამენტის შენობასთან ნაციონალებს თითქოს აქციის მონაწილეების გასათბობად სურდათ, რა დანიშნულება ჰქონია.
„ბოკერიას მიტანილი შეშა პოლიციელებს დაუშინეს! ბიძინა! ამათ ადგილს თუ არ მიუჩენ, ხვალ ბოკერიას მიტანილ "მოლოტოვის კოქტეულებს" გაისვრიან! ზეგ - ავტომატს... და, საქართველო 1991 წლის დეკემბრის პუტჩის მსგავსად, ისეთ უფსკრულში გადავარდება, საიდანაც ვეღარ ამოვა! ალაგმე პარაზიტები!“, - წერს ჟურნალისტი.
მის სტატუსს სოციალური ქსელის სხვა მომხმარებელიც გამოეხმაურა.
ელდარ მეფარიძე: „მიუჩინეთ თავისი ადგილი ამ დამპალი თესლიდან ანასხლეტებს თორემ, მოთმინებასაც აქვს საზღვარი... აივსება ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა და… ისტორიული გამოცდილება გვაქვს ბახტრიონის აჯანყების სახით, როდესაც ქართველებმა აკვანში მწოლიარე მომხდურების ნაშიერები არ დაინდეს და ამოკუწეს აკვანშივე... ეს მიტინგები არანაკლებ სართხეს უქმნის ქართველი ერის ყოფნა - არყოფნას“.