logo_geo
eng_logo
ხალხის მოტყუების სააკაშვილისეული მეთოდი: ზაფხულის ფოტო 26 ნოემბრის აქციის ნაცვლად
- +

27 ნოემბერი. 2019. 02:07

 


ფეისბუქ-მომხმარებელი სახელით „მიშა უკრაინოლოგი“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დადო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ 26 ნოემბრის აქციის ამსახველი.

 

როგორც ჩანს, ნაციონალების ლიდერი სააკაშვილი უკმაყოფილოა საპროტესტო აქციების იმ მასშტაბებით, რაც ბოლო დღეებია თბილისში, პარლამენტის შენობასთან იმართება. სხვა რა ახსნა უნდა მოეძებნოს იმ ფაქტს, რომ ექს-პრეზიდენტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას არ ერიდება და აშკარად ცრუობს. ის სრულებით სხვა პერიოდის ფოტოს აქვეყნებს, მაგრამ ერთი უმნიშვნელო დეტალი გამორჩა მხედველობიდან. ფოტოზე აშკარად არ არის ნოემბერი, ის გაცილებით ადრე, ზაფხულის პერიოდშია გადაღებული. არც ისაა დაზუსტებული, რომელი საპროტესტო აქციის ამსახველი ფოტოა.  

 

ზაფხული რომ არ დაედო, უფრო მეტხალხიანი ფოტო ვერ მოძებნა“, - წერს ფეისბუქ-მომხმარებელი ფსევდონიმით „მიშა უკრაინოლოგი“. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner