logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩემზე ამბობენ, ''ნაციონალურ მოძრაობას'' აცოცხლებს, იმიტომ, რომ მას სჭირდებაო
- +

27 ნოემბერი. 2019. 22:46

 

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოპონენტების კრიტიკას პასუხობს, რომლებიც მას "ნაციონალურ მოძრაობის" გაცოცხლებაში ადანაშაულებენ.

 

"ჩემზე ამბობენ, "ნაციონალურ მოძრაობას" აცოცხლებსო, იმიტომ, რომ მას სჭირდებაო. ეკონომიკა არ გვაქვს, პარტიები ვერ ძლიერდება. პოლიტიკური პარტია საჭიროებს ფინანსებს, ეკონომიკა ღარიბია, ბიზნესი ღარიბია. ღარიბ ქვეყანაში რთულია, რამდენიმე ძლიერი პარტიის არსებობა, რომელიც ფინანსებს საჭიროებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "SWOT ანალიზში" სტუმრობისას.



მისივე თქმით, ერთი მხრივ არსებობს "ქართული ოცნება", რომელსაც თავად აფინანსებს და მეორე მხრივ "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ივანიშვილის შეფასებით, საქართველოს ნაძარცვი ფულით ფინანსდება.

 

"ამ ადამიანებმა, თუ კი რამის გაფუჭება შეიძლებოდა, ყველაფერი გააფუჭეს, ყველაფერი დაანგრიეს. დღეს მსოფლიოში არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს "ქართული ოცნების" დემოკრატიას. ფინანსებს თავი რომ დავანებოთ, პოლიტიკური სპექტრის განვითარებას სჭირდება ახალი ადამიანები. პროფესიონალი ადამიანების სიმწირეა ყველა დარგში. აქაც გვაქვს საკადრო ნაკლოვანება, რაც არ არის კარგი, ვერ ყალიბდება პარტიები. ამაშიც მე მადანაშაულებენ, ივანიშვილის ბრალიაო", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner