logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი ''ნაცმოძრაობაზე'': ერთმანეთს ატყუებენ, კედელს თავს ურტყამენ, შანსი არ აქვთ
- +

27 ნოემბერი. 2019. 23:31

 

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს აფასებს და აცხადებს, რომ ისინი კედელს თავს ურტყამენ.

 

"ერთმანეთს ატყუებენ, კედელს თავს ურტყამენ, შანსი არ აქვთ. ტრაგედიაა ამ საზოგადოების, ერთი ჭკვიანი კაცი არ ჰყავთ, რომელიც ეტყვით, - ნუ ურტყამთ კედელს თავს. "ნაციონალური მოძრაობა" სადმე კი არ უნდა გადავყაროთ, ესეც ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ​მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერაფრით აკეთებენ ანალიზს, ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "SWOT ანალიზში" სტუმრობისას. 

 

იგი 2012 წლის მოვლენებს იხსენებს, როდესაც არჩევნების გზით შეცვალა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლება და ამბობს, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს ისე ისე მოიქცეოდა, ისევ ეცდებოდა კოჰაბიტაციას. 



"4 შვილს დავიფიცებ, რომ არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა მიკროფონთან როცა ავედი მაშინ. ბუნებრივად მომივიდა ის სიტყვები, რაც მაშინ ვთქვი. ქართული კულტურა გავიხსენე, სამშობლოს სიყვარული გავიხსენე. პოლიტიკოსი რომ ვყოფილიყავი წინასწარ მეცოდინებოდა რა მეთქვა ტრიბუნასთან. სამშობლოს სიყვარული მაქვს, კი არ ვტრაბახობ. ესენი ასე, რომ იქცევიან, ეს საშუალებას გვაძლევს, სწრაფად განვვითარდეთ და კანონის ჩარჩოებში მოვაქციოთ მათი ქმედება. ესენი აზარალებენ ბევრს, ქვეყნის განვითარებას აფერხებენ", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner