logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ინიციატივა იყო, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით უკვე 2020 წლისთვის
- +

27 ნოემბერი. 2019. 23:32


ჩემი ინიციატივა იყო, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით უკვე 2020 წელს“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ გადაცემა „SWOT ანალიზში“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი, ეს იყო „ქართული ოცნების“ კეთილი ნება.

 

ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი, ეს იყო ჩვენი კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს. 24 ივნისს, მგონი, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, ეს იყო ჩემი ინიციატივა, გუნდში მე მივედი ამ ინიციატივით, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის და არ დავლოდებოდით 2024-ს, რომელიც მხოლოდ ჩვენი გუნდის მხარდაჭერით და ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან იქნება პროპორციული არჩევნები. ჩვენ მოვახერხეთ მყიფე კონსენსუსის მიღება, მაჟორიტარებმაც დაუჭირეს მხარი, გარკვეული ერთეულების წინააღმდეგობისა. სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner