logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: 20-21 ივნისის მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული იყო
- +

27 ნოემბერი. 2019. 23:56



მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ 20-21 ივნისის მოვლენები  რევანშისტულად განწყობილი, ყოფილი სახელიწუფლებო პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული იყო.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „SWOT ანალიზში“ სტუმრობისას განაცხადა, 20 ივნისს ნაციონალები პარლამენტში რომ შესულიყვნენ ქვეყანა დაზარალდებოდა.   

„24 ივნისს ითხოვდნენ პოლიცია დაესაჯათ. გახსოვთ, ალბათ, რაც ხდებოდა 20 ივნისის ღამეს, პარლამენტში შესვლას რომ ცდილობდნენ. ოპოზიციური გუნდის წევრები ამბობენ - „არა, არა, არაფერი არ გვინდოდა“, აბა შუაღამისას, რატომ შედიოდით პარლამენტში? რა გინდოდათ, თუ არაფერი არ გინდოდათ? მათ ორი მოთხოვნა ჰქონდათ. ერთი ის, რომ ესენი კი არ უნდა დაგვსაჯა, ვინც პარლამენტზე ძალადობდა, ერთ-ერთ ძირითად ინსტიტუტზე სახელმწიფოებრიობისა, არამედ პოლიცია. და მეორე - პროპორციული, რაც დავარქვათ ლეგიტიმური და რელევანტური მოთხოვნა იყო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, 20 ივნისს, შეიქმნა ეიფორია, რომ ეს იყო ახალგაზრდების, საზოგადოების მოთხოვნა. მაგრამ ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ საზოგადოება გვერდზე რჩებოდა და ეს ყველაფერი სწორედ „ნაციონალური მოძრაობისგან“, „ევროპული საქართველო“ იქნება თუ ლეიბორისტული პარტია, ვინც ერთ გუნდში თამაშობენ, იყო ორგანიზებული. რაც ჩვენ შევთავაზეთ, მივიღეთ უარესი აგრესია, სამი თვის განმავლობაში ქუჩიდან ვერ გავიდნენ და არ გავიდნენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, პარტიას ცუდსა და უარესს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი.

 

პლენარული სხდომა საშინელი შეურაცხყოფებიგაგრძელდა და შეიძლება პლენარული სხდომა ბოლო წვეთი იყო. დაიწყო სამმა-ოთხმა დეპუტატმა ეს გადაიზარდა ათ და თხუთმეტში. სამწუხარო რეალობაა, ხშირად ცუდსა და უარესს შორის გიწევს არჩევა, იშვიათად კარგსა და უკეთესს შორის გვიწევს და აქაც უნდა სწორი არჩევანი  გააკეთო. ხიფათი დავინახე, რომ შეიძლებოდა ეს გუნდი დაშლილიყო და მსგავსი უბედურება მიგვეღო. დისციპლინარულად მაჟორიტარებს აღარ აქვთ პასუხისმგებლობა გუნდის წინაშე და მოხდა ეს, როგორც მოხდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner