logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: გვაქვს გეგმები, კარგად ვაჩვენოთ ვაშინგტონს, თუ რა ხდება აქ
- +

28 ნოემბერი. 2019. 00:05


არ გამოვრიცხავ, საჯაროდ, ღია წერილით მივმართო ამერიკის კონგრესს, სენატს ან პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა რა ხდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ გადაცემა „SWOT ანალიზში“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ ცალკეული ჩინოვნიკები, როდესაც ამერიკული ორგანიზაციების, ამერიკელი ამომრჩევლის მიერ დაფინანსებული ფულით, აბსოლუტურად ამერიკის სახელმწიფოს საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ:

 

ვფიქრობ, რომ მე პირადად გუნდში, რამდენიმე კაცთან უკვე მქონდა ამაზე საუბარი. პირად შეხვედრებზე ცალკეული ჩინოვნიკი ვერ ახერხებს ამას და ეტყობა, რომ არ არის ასე მარტივი. კიდევ გვაქვს პატარა გეგმები ამ მიმართულებით, რომ დავარწმუნოთ და კარგად ვაჩვენოთ ეს ვაშინგტონს, თუ რა ხდება აქ. თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, არ გამოვრიცხავ, საჯაროდ მივმართო ღია წერილით კონგრესს, თუ გნებავთ სენატს და თუ გნებავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას. საჯაროდ ავუხსნა რა ხდება აქ. ნურავის ექნება ეიფორია და არც მე დავიბრალებ, რომ ამერიკაზე ზრუნვით მისკდება თავი მაინც და მაინც. ამერიკა ზე-სახელმწიფოა და უჩემოდაც ძალიან კარგად ართმევს თავს თავის განვითარებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" საფუძველია საქართველო, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ზარალდება ამ შემთხვევაში.

 

"პირდაპირ, ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ ცალკეული ჩინოვნიკები, როდესაც ამერიკული ორგანიზაციების, ამერიკელი ამომრჩევლის მიერ დაფინანსებული ფულით, აბსოლუტურად ამერიკის სახელმწიფოს საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner