logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები აშშ-ს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ
- +

28 ნოემბერი. 2019. 00:19

 

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს, რომლებიც, ამერიკული ფულით ფინანსდებიან, მაგრამ აშშ-ს სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს აკეთებენ.

 

როგორც ივანიშვილმა გადაცემა "SWOT ანალიზში" სტუმრობისას განაცხადა, ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ ცალკეული ჩინოვნიკები, როდესაც ამერიკული ორგანიზაციების, ამერიკელი ამომრჩევლის მიერ დაფინანსებული ფულით, აბსოლუტურად ამერიკის სახელმწიფოს საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ. 

 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" უფრთხილდება აშშ-სთან თანამშრომლობას და მმართველი გუნდი განუხრელად იცავს ამერიკულ ინტერესებს. 

 

"ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანენ, რომ „ქართული ოცნების“ ვიღაც წევრი ამის საწინააღმდეგო რამეს აკეთებს. ყველასთვის გასაგებია დღეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი არ ადარდებს ამერიკის სახელმწიფოს. ამერიკის სახელმწიფოს სტრატეგია არის პატარა პარტნიორი, მაგრამ გულწრფელი. ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებენ ეს ენ-ჯეოები. არ გამოვრიცხავ, რომ თუ, რაღაც დროში ვერ მოხერხდა ამაზე რეაქციის მიღება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. არ გამოვრიცხავ, საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს ან სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასეთი სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner