logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის ალბათობა 0%-ია
- +

28 ნოემბერი. 2019. 00:34

 

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ალბათობა თეორიულადაც არ არსებობს.

 

„შეუძლებელია თეორიულადაც კი, 0%-ია ალბათობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდეს“, - განაცხადა მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „SWOT ანალიზში“ სტუმრობისას.

 

მისი თქმით, შესაძლოა მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ საზოგადოება დააბნია, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდი ძალიან თავდაჯერებული და სტაბილური გახდა.

 

გუნდები ჩამოყალიბდნენ, გამოცდილება მიიღეს, კარგი კომპლექტაცია არის. ამ ფონზე რა ნაციონალური მოძრაობა, რის ნაციონალური მოძრაობა?“ - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner