პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სამშობლო ყველას უნდა უყვარდეს, პოლიტიკოსი იქნება ის თუ რიგითი მოქალაქე და ამ თემასთან დაკავშიტებით კინორეჟისორი გიგა ლორთქიფანიძის მიერ ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის დასმულ კითხვას იხსენებს:
„გიგა ლორთქიფანიძემ დაუსვა ერთხელ შეკითხვა ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს, რომელიც თავისი შემოქმედების პიკში იყო. არ იყო მაშინ სააკაშვილი დაკნინებული. ერთადერთი კითხვა მაქვს ჩვენს პრეზიდენტთან, - უყვარს თუ არა მას თავისი ქვეყანაო? ყველას უნდა უყვარდეს და არაფრით მგონია, რომ სხვაზე მაღლა ვდგავარ, ნებისმიერ მოქალაქეზე იმით, რომ ჩემი სამშობლო მიყვარს. ამან მათქმევინა ეს, ბუნებრივად მოვიდა ეს“.