logo_geo
eng_logo
პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული 10 შეხვედრიდან „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ 2-ზე მივიდა
- +

28 ნოემბერი. 2019. 01:30

 

სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული 10 შეხვედრიდან „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ორზე მივიდა.

 

აბა, ნახეთ რეაქცია. 10 შეხვედრა ჩატარდა ამასთან დაკავშირებით და ორჯერ მივიდა „ნაციონალური მოძრაობა“, ვისგანაც გამოიკვეთა რომ ორგანიზებული იყო 20 ივნისის ღამეც. ჩვენ გუნდში შეგვექმნა ეიფორია, რომ ეს იყო ახალგაზრდების მოთხოვნა, ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა და ამაზე გავყევით.

 

ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ საზოგადოება გვერდზე რჩებოდა და „ნაციონალური მოძრაობა“, აღარ ვაშორებ ერთმანეთს, „ევროპული საქართველო“ იქნება თუ „ლეიბორისტული პარტია“, ვინც ერთ გუნდში თამაშობენ და ერთ თამაშს თამაშობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები, ყოფილი თუ ახლანდელი, არ აქვს მნიშვნელობა. მე „ნაციონალურ მოძრაობად“ მოვიხსენიებ ყველას“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner