logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: პროპორციული სიით მივიღებთ 50 პროცენტზე მნიშვნელოვნად მეტს
- +

28 ნოემბერი. 2019. 02:39

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველ ფუნდს აქვს რესურსი და აჩვენებს პოლიტიკოსებსაც და ამომრჩეველსაც 2020 წლის არჩევნებში, რომ პარტიული პროპორციული სიით 50%-ზე მნიშვნელოვნად მეტ ხმას მიიღებს.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში,  გადაცემა „SWOT ანალიზში“  სტუმრობისას, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც მოხდა იმას თავადაც განიცდის და გუნდშიც განიცდიან.

 

მისი თქმით, ის არწმუნებდა გუნდს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შესაბამისი რესურსი.

 

რა თქმა უნდა, მე განვიცდი, გუნდშიც განიცდიან ამას. ეს არ უნდა მომხდარიყო, სჯობდა. ჩვენ გვქონდა რესურსი, ვარწმუნებდი გუნდის წევრებს, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, არ დავარღვიოთ ჩვენი სიტყვა და ჩვენ არჩევნებს თავისუფლად, 50-სა და 60 პროცენტს შორის ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეგვიძლია, მივიღოთ ამ არჩევნებში და შეგვიძლია, უმრავლესობა მივიღოთ, მთავრობაც ჩამოვაყალიბოთ.

 

გასაგებია, ყველას ჰქონდა კითხვა – კოალიცია ვისთან, ამათთან კოალიცია? ამათთან გინდა კოალიცია? და აბსოლუტურად საფუძვლიანი კითხვაა, ვისთან უნდა გააკეთო კოალიცია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლა დღეს, ქვეყნისთვის ტრაგიკული იქნებოდა, ამიტომ შეინარჩუნა სტაბილური უმრავლესობა და მიაჩნია, რომ  „ზოგი ჭირი მარგებელია“.

 

მე პირადად ძალიან ვიაქტიურე და არ დავშალეთ გუნდი, შევინარჩუნეთ. უმრავლესობის დაშლა იქნებოდა ტრაგიკული ამ ქვეყნისთვის დღეს. შევინარჩუნეთ სტაბილური უმრავლესობა და მე ძალიან მიყვარს გამონათქვამი, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“. რა თქმა უნდა, ცუდი იყო რაც მოხდა, როგორც მოხდა, მაგრამ აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნები, მრავალმხრივი დასკვნები და გავაგრძელოთ ქვეყნის სტაბილური განვითარება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner