logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მეორადი „კმარას“ პერფომანსები არ ჭრის, თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ
- +

28 ნოემბერი. 2019. 20:08

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია, ამ დღეების განმავლობაში, იმდენად მარგინალდება, რომ ისინი მალე მარგინალიზაციის ხარისხით დაიღლებიან.

მისი თქმით, გაცვეთილი „კმარას“ მეთოდებით და მეორადი „კმარას“ პერფომანსები არ ჭრის, რადგან საქართველო დღეს, თვისობრივად სხვა ქვეყანაა. თუმცა პრობლემები ბევრია, რომლებიც, მმართველი პარტიის წევრის აზრით, ერთ დღეში ვერ მოგვარდება.  

 

როგორც მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში  განაცხადა, ევროპის ქვეყნებს საქართველოზე გაცილებით მეტი, ათჯერ და თორმეტჯერ დიდი ეკონომიკები აქვთ და იქაც კი სერიოზული პრობლემებია.

 

ჩვენთან ამ პრობლემებს ვერ გამოლევს ვერცერთი ხელისუფლება.  მაგრამ დინამიკაში თუ ობიექტურად უყურებ მოვლენებს თუ რამდენად ვითარდება დემოკრატიის ხარისხიდან დაწყებული მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები რაც კეთდება რეგიონებში, ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის, დემოკრატიის ხარისხი აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და აქ გვაქვს უსერიოზულესი პროგრესი და კიდევ უფრო მაღალი პროგრესი ვიდრე ეკონომიკური და სოციალური კუთხით. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მოიტანს შედეგს და პირველად ვიფიქრეთ გრძელვადიანი პროექტების დაწყება, როგორიცაა თუნდაც განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა. ასეთი რეფორმები კი შედეგს 5, 7 და 10 წლის შემდეგ მოგვცემს, ამაზე ადრე არავინ არ ფიქრობდა, რადგან მყისიერი შედეგი უნდა ყველას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner