logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, უპრეცედენტო თანამშრომლობა გვაქვს
- +

29 ნოემბერი. 2019. 10:43

 

 

 

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ამერიკა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის   უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა არსებობს.


როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს   განუცხდა, ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და პენტაგონს შორის ხელი სამწლიან ხელშეკრულებას მოეწერა.

მინდა მოკლედ გავაკეთო კომენტარი ჩემს სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს იყო პირველი სამუშაო ვიზიტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ნაყოფიერი იყო. ჩვენ გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები პენტაგონში, ხელი მოვაწერეთ სამწლიან ხელშეკრულებას ჩვენს უწყებასა და პენტაგონს შორის. ეს იყო ძალიან შინაარსიანი შეხვედრა. პირველი შეფასება, რაც გაკეთდა პენტაგონის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან იყო შემდეგი, რომ ჩვენს უწყებებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე. ეს არ არის ჩვენი შეფასება, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პენტაგონის მთავარი წარმომადგენლის შეფასება. ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს უპრეცდენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა და ეს დადასტურდა ამ ვიზიტის ფარგლებშიც. და მეორე, რაც მთავარია, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, მთავარი წარმომადგენლის განცხადებით, ისინი მოუთმელად ელოდებიან თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენს უწყებასთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner