logo_geo
eng_logo
CNN: ტრამპი ნატო-ში შენატანს ამცირებს, დანაზოგის ნაწილით საქართველოს ეხმარება
- +

29 ნოემბერი. 2019. 00:31

 

 

CNN-ი იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, მნიშვნელოვნად შეამციროს ნატო-ს დაფინანსება; ამ გზით დაზოგილი ფულის ნაწილით აშშ აპირებს, საქართველოსა და უკრაინას დაეხმაროს.

 

ამჟამად აშშ-ის კონტრიბუცია ნატო-ს ბიუჯეტში 22%-ია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, ეს მაჩვენებელი 16%-მდე შეამციროს. საუბარია არა წევრი ქვეყნების ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტზე, რაც წევრი ქვეყნების მშპ-ის 2% უნდა იყოს, არამედ ნატო-ს საორგანიზაციო ხარჯების პირდაპირ ბიუჯეტზე, რაც CNN-ის ინფორმაციით, შედარებით ნაკლები — 2.5 მლრდ აშშ დოლარია.

 

როგორც CNN-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განუცხადა, ის თანხა, რასაც ამ გზით აშშ დაზოგავს, გამოყენებული იქნება აშშ-ის სამხედრო და უსაფრთხოების პროგრამებზე ევროპაში, მათ შორის პროგრამებზე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში, რომლებსაც აშშ-ში  „ფრონტის ხაზზე მდგარ სახელმწიფოებად“ განიხილავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner