პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის გადადების შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ვიზიტი 2020 წლისთვის, კიევის თხოვნით გადაიდო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე, განმარტავენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა, შესაბამისად, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დაგეგმილი არ ყოფილა. მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმებოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში, თუცმა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, უკრაინის მხარის თხოვნით, ვიზიტი 2020 წლისათვის გადაიდო“, - აღნიშნულია განცხადებაში.