„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დელეგატმა ცხინვალის ციხეში, უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა და მისი ოჯახის წერილი გადასცეს. თავის ოჯახს საპასუხო წერილი ვაჟა გაფრინდაშვილმა, ამჯერად გაუგზავნა, რომელიც ადრესატს უკვე გადაეცა.
როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში აცხადებენ, დელეგატი ვაჟა გაფრინდაშვილს პირისპირ ესაუბრა და ის თავს ნორმალურად გრძნობს.
მათივე ინფორმაციით, ქართველი ექიმი თავს ნორმალურად გრძნობს და ამბობს, რომ მხნედ არის.
“ ჩვენი დელეგატი მასთან დაახლოებით 14:00 საათზე შევიდა. შეხვედრა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდა, რაც მასთან პირისპირ დარჩენას და საუბარს გულისხმობდა. სამწუხაროდ, დეტალებზე საუბრის უფლებამოსილება მე არანაირად არ მაქვს. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ისიც იმიტომ, რომ ამ საქმის მიმართ ძალიან მაღალი ინტერესია, თავს ნორმალურად გრძნობს და ამბობს, რომ მხნედ არის“,-განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ქარდავამ.
„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს პირველად 18 ნოემბერს შეხვდნენ.