logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვიძლევი გარანტიას, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მობრუნდება, მათაც კი არ აქვთ ამის რწმენა
- +

29 ნოემბერი. 2019. 10:22

 

 

 აქვე ვიძლევი გარანტიას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მობრუნდება, მათაც კი არ აქვთ რწმენა, რომ შეიძლება ხელისუფლებაში მობრუნდნენ, -ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულის გარანტია საზოგადოების განწყობა და თავად „ნაციონალური მოძრაობაა“, რის მაგალითადაც „გირჩის“ ინიციატივა მოიყვანა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავადაც აღიარებს, რომ „პათოლოგიური ძალაა“.

 

ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების შანსი არ არის, ამაზე შევთანხმდეთ. აქვე ვიძლევი გარანტიას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მობრუნდება. ამ გარანტიის საფუძველი საზოგადოების განწყობაა და თვითონ „ნაცმოძრაობის“ განწყობაც კი, მათაც კი არ აქვთ რწმენა, რომ შეიძლება ხელისუფლებაში მობრუნდნენ. ამის ერთ-ერთი დასტური იყო „გირჩის“ ინიციატივა. „გირჩმა“ განაცხადა, რომ ასეთი პირობა დავდოთო, რომ თუ ხელისუფლებაში მოვლენ ეს პოლიტიკური ძალები, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ წაიღოს არც ერთი სამართალდამცავი უწყებაო. ამას გამოეხმაურა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და კარგი იდეაა, განვიხილავთ ამასო. წარმოიდგინეთ, რას აღიარებს ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მათ ხელში ასანთის მიცემა არ შეიძლება. ანუ, ისინი აღიარებენ, რომ ეს არის ძალა, რომელსაც ხელში ასანთი არ შეიძლება ეჭიროს. როდესაც აღიარებ, რომ შენ ხელში არ შეიძლება სამართალდამცავი ორგანოების გაჩერება, ნიშნავს, რომ თვითონ ისინი აღიარებენ, რომ ეს არის არამარტო ანტისახელმწიფოებრივი, არამედ აბსოლუტურად პათოლოგიური ძალა, პათოლოგიური პოლიტიკური ლიდერებით. სააკაშვილი ხომ იცით, რაც არის? სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პათოლოგიური პოლიტიკოსი. გააგრძელეთ ეს სია, გახსოვთ ვინ იყვნენ სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელები „ნაციონალური მოძრაობის“ დროს? თითოეული მათგანი იყო პათოლოგიური ადამიანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

წამყვანის კითხვაზე, მაშინ, რატომ შეაშინა მისი თანაგუნდელები „ ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობამ სრული პროპორციული სისტემის პირობებში, თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსები არ აქვს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ აღნიშნულ შიშს არ იზიარებდა „ქართული ოცნება“, თუმცა „იყო კონკრეტული დეპუტატების შიში“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner