logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: ქართული პოლიცია დღეს ემსახურება ხალხს და არ ემორჩილება სააკაშვილს
- +

29 ნოემბერი. 2019. 19:48

 

საქართველოს პოლიცია ერთნაირად ღირსეულია ყველგან, დედაქალაქშიც და რეგიონებშიც, რაც ყველაზე მთავარია, პოლიცია დღეს ემსახურება ხალხს, წესრიგს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, წარმატებულ მომავალს და ამას ხედავს საზოგადოება”, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ სააკაშვილს ეხმიანება,  რომელმაც განაცხადა რომ რეგიონებში პოლიციას მორალი არ აქვს. 

 

,,საქართველოს პოლიცია ერთნაირად ღირსეულია ყველგან, დედაქალაქშიც და რეგიონებშიც, რაც ყველაზე მთავარია, პოლიცია დღეს ემსახურება ხალხს, წესრიგს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, წარმატებულ მომავალს და ამას ხედავს საზოგადოება. სააკაშვილის მოდელირებული ხილვები მხოლოდ ირონიულ ღიმილს იმსახურებს და რა გასაკვირია, რომ პოლიცია, რომელიც არ ემორჩილება სააკაშვილს და არ აძლევს მას საკუთარი გეგმების განხორციელების უფლებას , მისთვის ამორალური და მიუღებელი იქნება. ამიტომაც დაიწყო მისი და ოპოზიციის ლიდერების ორკესტრირებული შეტევა პოლიციაზე”,- წერს მერაბ ქვარაია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner