logo_geo
eng_logo
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი იქნება
- +

29 ნოემბერი. 2019. 21:43

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცოტნე ზურაბიანი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ცოტნე ზურაბიანის კანდიდატურა კოლეგებს, სხდომაზე, კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ წარუდგინა.

 

ცოტნე ზურაბიანი კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო (2011-2012 ), შემდეგ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარები ფონდის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელი გახლდათ (2014). დეპუტატობამდე ზურაბიანი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მრჩეველი იყო. (2015)

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner