logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი მუქარა პოლიციელებს! - ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად
- +

29 ნოემბერი. 2019. 23:31

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა, სადაც სახელისუფლებო პარტია „ ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა  ცოცხები და კვერცხები მიიტანეს და უცენზურო წარწერები განათავსეს. მხარეებს შორის დაპირისპირების გამო ადგილზე  სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო.

 

"ერთი ჯგუფი „ქართული ოცნების“ სახელმწიფო მოხელეების და სინამდვილეში ივანიშვილის მონების, ოჯახის წევრების, საყვარლების, ნათელ მირონის, "პადძელნიკების", ამ ნიშნით ეწყობიან დღეს სახელმწიფო სამსახურებში საქართველოში, თავს დაესხა ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ოფისს, ცოცხებით და კვერცხებით. ეს ხალხი არიან ნამდვილი საჯდომის კულტის მსახურები. საჯდომს და ცოცხებს ვერ გაცდნენ. თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, უბრალო მოქალაქეებს, ჩვენს აქტივისტებს, უბრალოდ ქუთაისელებს, სხვა ქალაქების მაცხოვრებლებს, წესიერ პოლიციელებს, უნდა მოხდეს თითოეული ამ სახელმწიფო მოხელის იდენტიფიკაცია, რომელიც იქცა საჯდომის და სინამდვილეში ივანიშვილის კულტის ნებაყოფლობით მსახურად. ეს არის დარღვევა კანონების და ამ ხალხს საზოგადოებამ და კანონმა უნდა გასცეს პასუხი“, -  ამბობს ექს პრეზიდენტი.

 

სააკაშვილმა ასევე დააანონსა იურისტთა ჯგუფის შექმნა, რომლებიც პოლიციის იმ თანამშრომლების იდენტიფიცირებას მოახდნენ, რომლებიც სააკაშვილის აზრით, ადამიანის უფლებებს არღვევენ. ასეთი პოლიციელების წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში შეიტანენ. სააკაშვილის თქმით მსგავსი ჯგუფი ხვალიდან შეიქმნება:

 

"მე თვითონ დავუჭერ მხარს ასეთ ორგანიზაციას. ჩვენ უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, ამოვიღოთ ტელევიზიებიდან ყველა სახელი და გვარი, უმეტესობა ინდენტიფიცირებულია, ადამიანის უფლებათა დამრღვევი პოლიციელების, ყველა ვინც არბევს, ცემს, არაპროპორციულ ძალას იყენებს, ყინვაში ხალხს წყლის ჭავლს ასხამს, ტყვიებს ესვრის თვალებში და ყველა მათგანზე უნდა შევიტანოთ სარჩელი. რა თქმა უნდა ივანიშვილის პირობებში ამას შესაძლოა მაშინვე ეფექტი არ მოჰყვეს, მაგრამ ივანიშვილი სულ მალე დასრულდება და მინდა ვუთხრა ამ პოლიციელებს - ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად"-ამბობს ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

 

სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ ეთანხმება მეუფე იოსებს, რომელიც ამბობს რომ ეს ყველაფერი არის რუსული გეგმა.

 

"ჩვენ მართლაც შევქმნით ბევრ სამუშაო ადგილს და გავხსნით ყველაფერ იმას რასაც ივანიშვილი ხალხს ჰპირდებოდა, საქართველო გადალახავს ამ წყვდიდას საქართველოში აუცილებლად გათენდება",  - ამბობს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი.

 



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner