logo_geo
eng_logo
ჰააგაში, უცნობმა პირმა სავაჭრო ცენტრში, რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა
- +

30 ნოემბერი. 2019. 00:41

 

ჰააგაში, უცნობმა პირმა, რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა. ბოროტმოქმედი მოქალაქეებს თავს სავაჭრო ცენტრში დაესხა.

 

როგორც BBC იტყობინება, ინციდენტი ქალაქის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე მოხდა. პოლიცია 45-დან 50 წლამდე მამაკაცს ეძებს. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია.

 

სოციალური მედიით გავრცელებულ ფოტოებზე საგანგებო სამსახურების თანამშრომლები ჩანან, რომლებიც ადგილზე არიან მობილიზებულნი.

 

აღსანიშნავია, რომ ჰააგაში თავდასხმას წინ უსწრებდა ანალოგიური ინციდენტი ლონდონში. ლონდონბრიჯზე მამაკაცი გამვლელებს დანით დაესხა თავს. „სკოტლანდ იარდმა“ მომხდარი ტერაქტად გამოაცხადა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner