ზესტაფონში, ავტოსაგზაო შემთხვევას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა. დაუდგენელი ავტომობილი მას იმ დროს დაეჯახა, როცა პატრულის თანამშრომელი საპატრულოს ავტომობილიდან გადმოდიოდა.
ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საპატრულო მანქანიდან გადმოდიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
როგორც „რეპორტიორს“ შსს-ში განუცხადეს, პოლიციელს მრავლობითი ღია და დახურული სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ქვეპუნქტებით აღიძრა, რაც თავისუფლების 5-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.