ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ბოქლომი დაადეს.
ისინი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. თამარ მეფის ქუჩაზე რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი როგორც სიტვყვიერ, ისე ფიზიკურ დაპირიპირებას.
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად ოფისთან "ევროპული საქართველოს" წევრები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა პარტიის ოფისის შენობას კვერცხები და ცოცხები ესროლეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.