logo_geo
eng_logo
რუსეთი აღარ არის მტერი - თქვა ემანუელ მაკრონიმ, ერდოღანმა მას ტვინის შემოწმება ურჩია
- +

30 ნოემბერი. 2019. 02:07

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატოში კიდევ ახალი უთანხოების საფუძველი შექმნა და განაცხადა რომ რუსეთი ალიანსის მტერი აღარ არის, მოუწოდა რა მოკავშირეებს მოსკოვთან მჭიდრო კავშირებისკენ. იტყობინება The Times-ი.

 

აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

"ნატო არის კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია. რისგან და ვისგან იცავს იგი თავს? ვინ არის ჩვენი მთავარი მტერი? ეს კითხვა იმსახურებს განმარტებას.

 

არის თუ არა დღეს ჩვენი მტერი რუსეთი, როგორც ეს ხშირად გაისმის ხოლმე? არის ეს ჩინეთი? არის ეს ნატოს მიზანი, რომ რუსეთი და ჩინეთი მტრად წარმოაჩინოს? მე ამის არ მჯერა.

 

ჩვენი საერთო მტერი დღეს არის ტერორიზმი, რომელიც ყველა ჩვენთაგანს შეეხო", - თქვა მაკრონმა.

 

მანამდე ნატოელი მოკავშირეების შეშფოთება გამოიწვია ემანუელ მაკრონის განცხადებამ  ნატოს "ტვინის სიკვდილთან" დაკავშირებით.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, გამოცემა Economist-თან საუბრისას განაცხადა, რომ ნატო, სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის არარსებობის გამო, "ტვინის სიკვდილს" განიცდის.

 

მაკრონის განცხადებას გაემიჯნენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ანგელა მერკელი და გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

 

აღნიშნული განცხადების შეფასებისას, უფრო შორს წავიდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, რომელმაც მაკრონს საკუთარი ტვინის შემოწმება ურჩია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner