პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიასის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერს, რომლებიც 30 ნოემბერს, სპორტის სასახლეში, მათ შეკრებაზე მივიდნენ.
„ყველა ჩვენს მხარდამჭერს (რომელიც მოვიდა და ვერ მოვიდა სპორტის სასახლეში) ვუხდი მადლობას, დიდი თანადგომისთვის, მებრძოლი სულისკვეთებისთვის, თავდადებისა და ერთგულებისთვის. რთულია ეს გზა. ეკალი უფრო მეტია ამ გზაზე, ვიდრე ვარდი, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ! უნდა ვიბრძოლოთ! უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი არჩევანი! პატრიოტების გამარჯვების დრო მოდის!“, - წერს ირმა ინაშვილი.