ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციაურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს.
"ქუჩის ოპოზიცია" მაშინ შეცდა, "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო დიალოგზე რომ დასთანხმდა.
ეს იყო კაკანათი!
"ოცნებამ" მათ დაახვედრა კონსტიტუციის გლადიატორი!
დიახ, ის "ჩიჩილაკად" ცნობილი ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ თემაში, როგორც დილას ვთქვი, ნებისმიერს დააჭედებს!
ასეც მოხდა!
ეკამათეთ, თუ კაია!
ის კი მართლა ვერ გავიგე, რა რჯიდა იურისტ უსუფაშვილს, როცა გერმანული მოდელი ამოიჩემა?!
ჰო, მართლა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ველაპარაკეო, - ივანიშვილმა რომ თქვა ბოლო ინტერვიუში, ხომ არ იცით, ვის გულისხმობდა, ვის ელაპარაკა?!
ვისიო, ჯერ არ უთქვამთ? “, - წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.