ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: „ დღეს მაინც თუ მიხვდით, რატომ ვართ მძიმე მდგომარეობაში?!
აი, რატომ:
შეიკრიბა მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის პარლამენტის 5 თავმჯდომარე ბოლო 17 წლის განმავლობაში (+უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე 1991 წელს) და კონსტიტუცია ვერ წაიკითხეს ერთნაირად, იმაზე ვერ შეთანხმდნენ, რა წერია კონსტიტუციაში!
არადა, კონსტიტუციაში ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება ბოლო 17 წლის განმავლობაში შეიტანეს სწორედ ამ ადამიანების (ბურჯანაძე, ბაქრაძე, კობახიძე) თავმჯდომარეობის დროს!
იცით, რატომ ვერ შეთანხმდნენ?!
აი, რატომ:
ყველა თავისი ნაბდით მივიდა! კონსტიტუცია კი ერთია!“.