logo_geo
eng_logo
„ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევას კონცერტით აღნიშნავს
- +

2 დეკემბერი. 2019. 21:10

 

 

ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევას განახლებული ორბელიანის მოედანზე კონცერტით აღნიშნეს.

 

„საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ ამ კვირეულის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა.

 

საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’’, აქცია-პერფორმანსები და ქუჩის მხატვრობის ფესტივალი ჩატარდება.

 

„ახალგაზრდული კვირეული“  7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.

 

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება. თავმჯდომარეობისთვის ქვეყანამ ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა.

 

ღონისძიებების ფარგლებში სტრასბურგში ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.

 

ქართულმა მხარემ ევროსაბჭოს თავმჯდომარის სტატუსით აქტივობა უკვე დაიწყო, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სტრასბურგში არაერთი შეხვედრა გამართა. ქვეყანამ ეს სტატუსი და სიმბოლური გასაღები საფრანგეთისგან 6 თვით გადაიბარა. 2020 წლის 15 მაისამდე პერიოდში საქართველო 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner