მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციისას „გაბედეს“ აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ „გაბედეს“ წევრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც შეხლა-შემოხლა და ხმაური მოჰყვა.
„სირცხვილიას“ წევრმა თათია წულაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა მათი მიმართულებით პიროტექტნიკა ისროლა, რის შედეგად მათი მოძრაობის წევრი, გეგა სალუქვაძე დაშავდა.
სამართალდამცველებმა დაპირისპირებული მხარეები ადგილიდან გაიყვანეს. საპროტესტო აქცია კი გრძელდება.
მანამდე აქტივისტებმა მმართველი პარტიის ოფისის წინ მდებარე ღობესა და ასფალტზე წარწერები: „ზონდერი“ და „ქურდული ოცნება“ დატოვეს.