logo_geo
eng_logo
მაშველებმა, თემქაზე გაჩენილი ხანძრის დროს, მოქალაქე გადაარჩინეს
- +

2 დეკემბერი. 2019. 22:39

 

 


მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მოქალაქე გადაარჩინეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, თემქის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

 

შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული ჯგუფის ცნობით, ხანძარი რამდენიმე ოთახში იყო გაჩენილი. სახლში, ასევე, იმყოფებოდა ერთი მოქალაქე, რომლის უვნებლად გამოყვანა დაკვამლიანებული სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს.

 

მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

 

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

 

შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.  მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner