მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო, 6 წლის ბავშვი „ნაციონალური მოძრაობის “ მხარდამჭერების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა. ბავშვის დედა, თეონა ნაცვალაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ და აქციის მონაწილეებს შვილისა და მის მიმართ მუქარასა და შეურაცყოფაში ადანაშაულებს.
თეონა ნაცვალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტთან გუშინ აქცია გამართა.
საბერძნეთიდან ერთი თვის წინ დაბრუნებულმა ქალმა ემიგრანტებს მოუწოდა ათენში საქართველოს საელჩოს დაბოქლომებაში მონაწილეობა არ მიეღოთ, რასაც თეონა ნაცვალაძისა და მისი შვილის მიმართ სოციალურ ქსელში მუქარა და შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა
დედა, შვილის პირადი ფოტოს გამოქვეყნებისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. რუსთაველის გამზირზე მისვლის შემდეგ, ბავშვის დედამ აქციის ორგანიზატორებს აღნიშნული ფაქტის დაგმობა მოსთხოვა.