logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილის შვილი: მამაჩემმა თუ იცის აქ რომ ვარ?! ანუ სახლში უნდა წავიდე რომ დაბნელდება?!
- +

3 დეკემბერი. 2019. 01:48

 

 

 

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ოფისის წინ გამართულ აქციაზე ერთმანეთს “გაბედეს” აქტივისტები და “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

 

აქციაზე იმყოფებოდა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ იქ იმყოფება, როგორც რიგითი მოქალაქე და ამ შემთხვევაში არანაირი კავშირი არ აქვს მამის საქმიანობასთან.

 

ნაციონალური მოძრაობა” არის ის ძალა, რომელსაც არ აინტერესებთ არანაირი ქართული ფუნდამენტური ღირებულებები და იღვწიან იმისთვის, რომ არულობა მოახდნონ. ესენი არიან ჩვეულებრივი ტერორისტები, რომელთაც უნდათ, რომ ვითრება არიონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ არასდროს, ხალხმა გადაწყვიტა არჩევნებით, რომ ესენი ხალხს არ უნდა. 9 წელი რომ ადამიანები გააჩანაგეს, გააუბედურეს და ხალხი ეტლში ჩასვეს, ეს არაფერს ნიშნავს?! ამიტომ ვარ გამოსული, ამ ყველაფერს ვაპროტესტებ”,  –  განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, იცის თუ არა მამამ მისი იქ ყოფნის შესახებ, ნიკა გოგაშვილმა უპასუხა: მამაჩემი რა შუაშია? ისეთ რაღაცას მეკითხებით, რომ მეცინება. მეკითხებით მამაჩემმა იცის თუ არა აქ რომ ვარ? ანუ 6 -ის მერე, რომ დაბნელდება, სახლში უნდა წავიდე?!” – იკითხა ნიკა გოგაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner