logo_geo
eng_logo
ფიქრია ჩიხრაძე: ბურჯანაძე ბევრჯერ ყოფილა მოსკოვში, ჩვენ მხოლოდ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა გვაერთიანებს
- +

3 დეკემბერი. 2019. 21:20

 

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტების გაერთიანების მთავარი მიზეზი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაა და ისინი ერთმანეთს პოლიტიკურ დღის წესრიგს არ უთანხმებენ.

 

როგორც ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს, გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში მყოფ ზოგ პოლიტიკურ ძალასთან, ბევრ სტრატეგიულ საკითხში სრული აცდენა აქვს, მათ შორის ნინო ბურჯანაძის პარტიასთან:

 

"ქალბატონი ბურჯანაძე ბევრჯერ ყოფილა, მოსკოვში. ეს მისი პირველი ვიზიტი არ არის. ჩვენ რამე სხვა არ გვაერთიანებს თუ არა მოვითხოვოთ სამართლიანი არჩევნები და სამართლიან არჩევნებში ამომრჩველმა გადაწყვიტოს, ვის პრორუსულობა მოსწონს, ვის პროდასავლურობა და ვის, ვისი ეკონომიკური ხედვები. ვერაფერს გეტყვით მისი ვიზიტის შესახებ. ჩვენ, პოლიტიკურ დღის წესრიგს ერთმანეთს არ ვუთანხმებთ. გარდა პროპორციული არჩევნების მოთხოვნისა, ერთმანეთთაბნ სხვა არაფერი გვაერთიანებს. პირიქით, ბევრ პოლიტიკურ ძალასთან  ბევრ სტრატეგიულ საკითხში სრული აცდენა გვაქვს. მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხში", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

 

ცნობისთვის, დღეს „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. როგორც პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, მისი ვიზიტი მოსკოვში ერთი თვის წინ დაიგეგმა. ბურჯანაძე პოლიტიკური წრეებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner