ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, დავით აქუბარდიასთან სტუმრად მყოფმა გუბაზ სანიკიძემ ყოფილი პრეზიდენტის გზავნილების გახმოვანება-გამეორება დაიწყო და პოლიციელებს ჯერ მონები ეძახა, შემდეგ დაემუქრა, რომ ყველას მიადგებიან, ვინც საპროტესტო აქციების დაშლის პროცესში მონაწილეობს.
სანიკიძე ამბობს, რომ გულგასიებულია იმ ფაქტის გამო, რომ ინგუშეთში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების მხარე დაიჭირა და ხელისუფლების გაცემული ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა.
სანიკიძეს სამართალდამცველების მიმართ შეურაცხმყოფელ მიმართვაში დავით აქუბარდია აქტიურად ეხმარება და ქართველ პოლიციელებს ბრიყვებად მოიხსენიებს.