logo_geo
eng_logo
გუბაზი პოლიციას ემუქრება: ნახევარი საქართველო გამოვა ორლულიანი თოფებით, ყველას მოგაკითხავთ
- +

3 დეკემბერი. 2019. 22:42

 

ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, დავით  აქუბარდიასთან სტუმრად მყოფმა გუბაზ სანიკიძემ ყოფილი პრეზიდენტის გზავნილების გახმოვანება-გამეორება დაიწყო და პოლიციელებს ჯერ მონები ეძახა, შემდეგ დაემუქრა, რომ ყველას მიადგებიან, ვინც საპროტესტო აქციების დაშლის პროცესში მონაწილეობს.

 

სანიკიძე ამბობს, რომ გულგასიებულია იმ ფაქტის გამო, რომ ინგუშეთში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების მხარე დაიჭირა და ხელისუფლების გაცემული ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა. 

 

სანიკიძეს სამართალდამცველების მიმართ შეურაცხმყოფელ მიმართვაში დავით აქუბარდია აქტიურად ეხმარება და ქართველ პოლიციელებს ბრიყვებად მოიხსენიებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner