ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი, საყოველთაო დაზღვევის სისტემაში ჩართული კლინიკებისთვის ფასების რეგულაციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს ქვეყნებს.
დარეჯან მეფარიშვილის აზრით, ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ, მსოფლიოში საუკეთესო სოციალურ პაკეტს მათხოვრულს უწოდებდნენ, დღეს, იმას აპროტესტებენ, რომ კლინიკების ხელმძღვანელებს ქამრის შემოჭერას უპირებენო.
"სირცხვილი ის კი არაა, საახალწლოდ ნაძვის ხეს, რომ დადგამს მერია. სირცხვილი და უნამუსობა ისაა, თქვენ თქვენი შვილებითურთ საზღვარგარეთ (მოპარული ფულით გაქსუებულები რომ ხართ!) რომ ხვდებით ახალ წელს და ჩვენს შვილებს ნაძვის ხეს ამადლით.
თურმე, უამრავი ადამიანი შიმშილობს და ოცნებობს სოციალურად დაუცველთა რიგებში მოხვდეს.
ახლა გახდა სოციალური პაკეტი მსოფლიოში საუკეთესო. არადა, ცოტა ხნის წინ მათხოვრულს უწოდებდით.
ცოტა ხნის წინ სასაცილოს უწოდებდით სამედიცინო პაკეტს, უამრავი ადამიანი რომ გადარჩა. დღეს აცხადებთ საუკეთესოა და როგორ ბედავენ არაერთი კლინიკის უნამუსო ხელმძღვანელობას ქამრის მოჭერას რომ უპირებენო...
"ნაროდიც" აგყვათ და ტირიან, ჯღავიან.
რას იმადლებით, რას ტირით, ასე ძალიან თუ გიყვართ მუდამ დაღონებული ყოფნა, თქვენთვის იტირეთ...
ახლა გამოვარდებით და იტყვით, - რა გენაღვლება ყველაფერი გაქვსო.
დიახაც, ყველაფერი კი არ მაქვს, ყველა მყავს და მიხარია, სხვა დანარჩენი დეტალებია და მე მაპატიეთ "შვეცკურად" ყოფნას, გლეხურად და ჯანმრთელად ყოფნა თუ მირჩევნია...
ტირილი და წუწუნი, რომ აშენებდეს ქვეყანას, ახლა კოსმოსში იქნებოდით, თუმცა ვერც იქ დაეტეოდით...
არ გააწყალეს გული?!
ყოველ ახალ წელს ტირილით რომ ხვდებით, იმიტომ ხართ კარგად...
პ.ს. სტატუსი არ გააზიაროთ არავინ, საახალწლოდ თუ არ გინდათ მოგელანდოთ დუბინკით ხელში!!!“, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დარეჯან მეფარიშვილი.