logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მთავარი ამოსავალი მოქალაქე და დარგზე ზრუნვაა
- +

5 დეკემბერი. 2019. 00:30

 

 


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაში მონაწილე კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადა, რომ ის პრინციპები, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად საჭიროებს განვითარებას, რომლის მთავარი ამოსავალი, მთავრობისთვის არის უპირველეს ყოვლისა მოქალაქე, პროგრამის ეფექტიანობა და ამასთან ერთად დარგზე ზრუნვა, "რამდენადაც დარგის საშუალებით ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეზე", - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ დარგის და ერთობლივად ყველას რეფორმაა. შესაბამისად, ამ რეფორმის შედეგების და რეპუტაციის დაცვა და განვითარება ყველას ინტერესში უნდა იყოს. 

 

"თუ არსებობს პრობლემები, მზად ვართ ამაზე სასაუბროდ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა, სხვანაირად მისი შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, თუ რა არის ძირითადი პრობლემა, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია.

მისი თქმით, საჭიროა გაუმჯობესდეს კლინიკების მომსახურების ხარისხი, რომელსაც ქვეყნის რიგითი მოქალაქეები იღებენ.

"აქ, გარკვეული პრობლემები რომ არსებობს, ვფიქრობ, ამაზეც შევთანხმდებით“, - მიმართა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

კლინიკების ხელმძღვანელმა პირებმა პრემიერს მთავრობის N 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით წერილით მიმართეს. მიმართვის საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დღეს, სამუშაო შეხვედრაზე უმასპინძლა და მათ არგუმენტაციას გაეცნო.

შეხვედრას 30-მდე კლინიკის ხელმძღვანელი პირები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner