"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ პარლამენტში, საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიცირებისთვის 200 000 ადამიანის მხარდაჭერის მოპოვებაა საჭირო.
"ჯერჯერობით, ეს ინიციატივა ვერ დარეგისტრირდება, მას დასჭირდება 200 000 ადამიანის მხარდაჭერა. საინტერესოა, თავად ორპალატიანი პარლამენტის იდეა, რომელიც ჩვენს წინა და მოქმედ კონსტიტუციაში არის ჩადებული. რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც გუნდში, ასევე გუნდის გარეთ. თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ის იდეა, რაც არის კონსტიტუციაშივე ჩადებული, ამასთან დაკავშირებით დისკურსიის გახსნა და მოსაზრებების მოსმენა ძალიან ნორმალურია,"- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტში, უმრაველესობას შორის დაპირისპირება საარჩევნო სისტემაზე მსჯელობას მოჰყვა.ასევე მან აღნიშნა რომ, ქართული ოცნების მაჟორიტარებმა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის, კანონპროექტის ინიცირების გადაწყვეტილება მიიღო.