logo_geo
eng_logo
ილია II: ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, ვინც სხვას ეხმარება
- +

5 დეკემბერი. 2019. 01:18

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ცხოვრება არის გამოცდა, ჯვრის ტვირთვა და ყველაზე ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი სხვა დაეხმაროს, შეუმსუბუქოს ცხოვრება.

მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ღმერთი არის სიყვარული და წყალობა.

„რთულია ადამიანის ცხოვრება, ეს არის გამოცდა, ეს არის ჯვრის ტვირთვა და ეს ჯვარი, რომელსაც აძლევს უფალი, ბოლომდე უნდა მიიტანოს ადამიანმა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ტვირთვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ჯვარს ადამიანს, რისი ტვირთვაც მას არ შეუძლია. ადამიანი ურთულესი აგებულების პიროვნებაა, მაგრამ ადამიანი არის უნიკალური, ერთხელ იბადება და ემზადება სამუდამო, მარადიული ცხოვრებისთვის. გადადის მარადიულ ცხოვრებაში. ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას, ღვთის განგებას ასრულებს“, - განაცხადა პატრიარქმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner