logo_geo
eng_logo
აშშ-ის კონგრესმა რუსეთს „დიდ შვიდეულში“ დაბრუნებაზე უარი უთხრა
- +

5 დეკემბერი. 2019. 02:22

 

 

 

სანამ მოსკოვი არ დაიწყებს „თავისი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტების დაცვას, „დიდ შვიდეულში“ არ მიიღებენ.

როგორც რადიო „თავისუფლება“ იტყობინება, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს მოიწონა რეზოლუცია „დიდ შვიდეულში“ რუსეთის შეყვანის საწინააღმდეგოდ.  დოკუმენტის მიღებას ხმა მისცა 339-მა კონგრესმენმა, 71 წინააღმდეგი იყო.

 

რეზოლუციის შინაარსის თანახმად, რუსეთი „დიდ შვიდეულში“ შეიძლება დაბრუნდეს მხოლოდ მაშინ, როცა ის „შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის, ოკუპაციას და შეწყვეტს დემოკრატიულ ქვეყნებზე თავდასხმებს მთელ მსოფლიოში.  

 

დოკუმენტი კონგრესს 30 აგვისტოს წარედგინა. ამის საბაბი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ სურს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაპატიჟოს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც 2020 წელს აშშ-ში გაიმართება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner