7 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ცხინვალის რეჟიმის მიერ გატაცებული და უკანონო პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
თითქმის 1 თვეა, ქართველი ექიმი ოკუპანტების ტყვეობაშია.
"ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები ვაფიქსირებთ, მხოლოდ ერთს - სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის! თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს! შემოგვიერთდით - მოითხოვეთ თავისუფლება!", - აცხადებს აქციის ორგანიზატორი ლაშა მესხი.