logo_geo
eng_logo
მოქალაქეები ექიმისთვის: თბილისში, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
- +

5 დეკემბერი. 2019. 23:18

 

7 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ცხინვალის რეჟიმის მიერ გატაცებული და უკანონო პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

 

თითქმის 1 თვეა, ქართველი ექიმი ოკუპანტების ტყვეობაშია.

 

"ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები ვაფიქსირებთ, მხოლოდ ერთს - სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის! თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს! შემოგვიერთდით - მოითხოვეთ თავისუფლება!", - აცხადებს აქციის ორგანიზატორი ლაშა მესხი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner