ხათუნა ხოფერია: ხომ დაგაყენათ ბიძინამ ყინვაში და გამღერათ საქართველოს ჰიმნი აკაპელათი!
-
+
6 დეკემბერი. 2019. 01:23
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარისის სტატუსს აქვეყნებს.
“1. ხომ დაგაყენათ ბიძინამ ყინვაში და გამღერათ საქართველოს ჰიმნი აკაპელათი!
- ხომ დარბის მიშა ჯვარამოგდებული!
- ხომ მიმართავს ბოკერია ხალხს ღმერთის შემწეობის იმედით.
- ხომ ციტირებს ზეპირად უგულავა ბიბლიას და სახარებას!
- ხომ გაიხსენეთ, რომ არსებობს სიტყვა პატრიოტები!
- ხომ დაფიქრდით, რომ საქართველო პირველ რიგში სამშობლო უნდა იყოს!
ჯერ სად ხართ!
ჯერ ჰიპნოზში ხართ და დავიწყებულ, უარყოფილ ემოციებს იხსენებთ!!
ეს თქვენი კათარზისია!
ჯოჯოხეთი წინაა!!…” – წერს ხოფერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.