logo_geo
eng_logo
„მინდა, საზოგადოებას ვთხოვო...“ - ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის
- +

6 დეკემბერი. 2019. 17:06

 

ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. მას მარჯვენა ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. ამის შესახებ მისი მეუღლე „რეიტინგს“ ესაუბრა. როგორც ზურა ხაჩიძე ამბობს, ხათუნა ჟორდანია მკურნალობის კურსს ისრაელში გადის. მომღერალი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და მოუწოდებს, რომ ვინც ხათუნას ამბავს შეიტყობს, პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ მას.

 

„მინდა საზოგადოებას ვთხოვო, როცა წაიკითხავს ამ ინტერვიუს, პირჯვარი გადაიწეროს და გამოჯანმრთელება უსურვოს ხათუნას. ადრეც ვთხოვე ეს საზოგადოებას. როცა მე და ხათუნა შეყვარებულები ვიყავით, ამას დიდი სკანდალი მოჰყვა და ვთქვი, ვინც გაიგებს ჩვენი დაქორწინების ამბავს, პირჯვარი გადაიწეროს და თქვას, ღმერთმა ბედნიერები ამყოფოს-თქო და ახლაც იმავეს ვთხოვ, პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ ხათუნას“, - ამბობს მომღერალი.

 

ზურა ხაჩიძის თქმით, დაავადების არსებობის შესახებ შემთხვევით გაიგეს. ხათუნა ჟორდანიას ახველებდა და მისმა ქალიშვილმა ნინიმ ის ექიმთან წაიყვანა.

 

„ხათუნას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ის ყველაფრის მიუხედავად, გვერდით მიდგას. მას უნდა, ბევრი რაღაც გავაკეთო, მაგრამ ბიუჯეტს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს და ვერ ვახერხებ. ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და მადლობა ღმერთს, გაუმჯობესდა მდგომარეობა. მესამე ქიმიოთერაპიის შემდეგ გავიგებთ რა მდგომარეობაშია მისი დაავადება. იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ“,- ამბობს „რეიტინგთან“ ზურა ხაჩიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner