ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ აქციას, რომელიც მათი გეგმის მიხედვით ქუთაისში გაიმართა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„მთელ ამ ნაცსექტანტურ აქციებზე ყველაზე ტრაგიკული სახე ზაალ უდუმაშვილს აქვს. მცხეთა, ქუთაისი... დააკვირდით მის სახეს!
იმდენად არ უნდა იქ და იმათთან ერთად ყოფნა, რომ დანა პირს არ უხსნის.
რა გინდოდა, კაცო, რაც ეჯიბრები საკუთარ თავს?!
ვერ ხვდები, რომ სხვაგან ხარ?!
თუმცა, როგორ ვერ ხვდები!
რომ ხვდები, იმიტომაც შეგეკრა კრიჭა!“, - წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.