logo_geo
eng_logo
პატრიარქი: ხელიდან გვეცლება მიწები, უცხოელები ყიდულობენ და სახლდებიან აქ
- +

8 დეკემბერი. 2019. 21:55

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას სოფლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამღვდელოებას სთხოვა რომ მათ საზოგადოებას დარგის განვითარებაში მაგალითები მისცენ.

 

პატრიარქმა სამღვდელოებას მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარებისკენ მოუწოდა.

 

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობა დაეხმარება ქალაქს და გადაარჩენს ხალხს, მაგალითის მიმცემი კი სამღვდელოება უნდა იყოს.



„მინდა გთხოვოთ, რომ სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბები იყო და დღეს, როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს.

 

 

იმედი მაქვს, მთელი საქართველო ამუშავდება. მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუც ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო", - ბრძანა პატრიარქმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner