logo_geo
eng_logo
აშშ-ს ელჩი: თითოეულმა პიროვნებამ და პარტიამ სიტყვის თავისუფლებისას კანონი უნდა დაიცვას
- +

9 დეკემბერი. 2019. 01:59

 

 

საერთაშორისო მონაწილეების წახალისებით მოსალოდნელია, რომ შემდეგი საუბარი შეეხება მაჟორიტარული ადგილების გადანაწილებას პარლამენტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

მისივე თქმით, პოზიტიური და კრიტიკული დიალოგის შენარჩუნებისთვის თითოეულმა პიროვნებამ და პოლიტიკურ პარტიამ, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს კანონის დაცვით უნდა გააკეთოს

 

დღეს ჩატარდა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელმაც ჩაიარა კონსტრუქციულ ატმოსფეროში და ჩვენ შევთანხმდით, რომ გაგრძელდება დიალოგი და კიდევ ერთხელ შევხვდებით, საერთაშორისო მონაწილეების წახალისებით მოსალოდნელია, რომ შემდეგი საუბარი შეეხება მაჟორიტარულო ადგილების გადანაწილებას პარლამენტში. ასევე, განვიხილეთ, რომ პოზიტიური და კრიტიკული დიალოგის შენარჩუნებისთვის, თითოეულმა პიროვნებამ და პოლიტიკურ პარტიამ, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი სიტყვის თავისუფლება, ეს უნდა გააკეთოს კანონის დაცვით, რათა შენარჩუნებული იყოს კონსტრუქციული ატმოსფერო,“ - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner