საზოგადოებრივი მოძრაობა "შევინარჩუნოთ სიცოცხლე", სიცრუის ტირაჟირებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო, ტელეკომპანია "მთავარ არხს" ბოიკოტს უცხადებს და აცხადებენ, რომ ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ოფისში აღარ შეუშვებენ.
"ნიკა გვარამიამ და მისმა ნაცპროპაგანდისტულმა მანქანამ, ვერ ისწავლეს სიმართლის თქმა და იგივე მეთოდებით განაგრძობენ ტელემაყურებლისთვის თვალებში ნაცრის შეყრას, როგორც ამას ძველი "რუსთავი 2" აკეთებდა!
არ იკმარეს ნაცრეჟიმის დროს მკვლელების "გაპრავებები" და ახლა, უდანაშაულოდ მოკლული ბიჭების მშობლებს უვრცელებენ იმ სიბინძურეს, რა სიბინძურეშიც რეალურად თვითონ ცხოვრობენ!
უღირს საქმეს ღირსეული ადამიანები არ ემსახურებიან!
ის რაც ამ დღეების მანძილზე ითქვა ჩვენს შესახებ, ისეთივე "სიმართლეა", როგორც ნაცების ევროპული გეზი!
შეგრცხვეთ, შვილმკვდარი, მგლოვიარე ოჯახების და ნუ ცდილობთ მათი ტრაგედიის, სიმართლის, ბრძოლის სხვა კონტექსტში გადატანას!", - აცხადებენ ახალშექმნილი ორგანიზაციის წევრები.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "შევინარჩუნოთ სიცოცხლის" წარდგინება დღეს გაიმართა. მისი დამფუძნებლები ძირითადად შვილმოკლული ოჯახები არიან.
"ჩვენი მიზანია დესტრუქციულ ძალებთან და "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებთან ბრძოლა", - განუცხადეს "რეპორტიორს" ორგანიზაციაში.