logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დემოკრატიული საზოგადოების არსებობა ჯანსაღი გარემოს გარეშე წარმოუდგენელია
- +

9 დეკემბერი. 2019. 23:23


მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ჟურნალს „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში ბუნებრივი კატასტროფების გამომწვევ მიზეზებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე საუბრობს.

მისი მოსაზრებით, თანამედროვე მსოფლიო იმგვარად უნდა განვითარდეს, რომ   მომავალი თაობებისთვის ბუნება შენარჩუნდეს, რომ ადამიანს არსებობის კეთილდღეობა არ შეეზღუდოს.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშეც დემოკრატიული საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია.

 

საუკუნეების განმავლობაში ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრება თანაბარზომიერი იყო, ადამიანი სარგებლობდა ბუნებრივი რესურსებით, თუმცა ბუნების თვითაღდგენის უნარი არ ჩამორჩებოდა ადამიანის განვითარებას“, - აცხადებს ივანიშვილი.

მისივე თქმით, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა, ხოლო ბუნების არეალი და რესურსები პირიქით მცირდება. სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ, შესაბამისად წარმოების ზრდამ და ბუნებრივი რესურსების დიდი ოდენობით ათვისებამ დღის წესრიგში დააყენა, ბუნების მოფრთხილებისა და მასზე ზრუნვის საკითხი.

 

„ადამიანსა და ბუნებას შორის დაგვერღვა ბალანსი და კაცობრიობა ამას თუ არ მიხედავს მივიღებთ ახალი ტიპის კატასტროფას. გასაგებია, რომ ცალკეული სახელმწიფოები  ზრუნავენ რომ მათი ეკონომიკა გაიზარდოს და დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მათ შორის ჩვენც, მაგრამ შედეგად ვიღებთ ადამიანსა და ბუნებას შორის დისბალანს და გახშირებულ კატასტროფებს.

 

ამაზონის ხანძრებმა დღეს მთელი მსოფლიო შეძრა, ბევრი სახელმწიფო და ფიზიკური პირი ჩაერთო ამაზონის ტყის ხანძრებთან ბრძოლის საქმეში, მათ შორის ჩვენმა ოჯახმაც იაქტიურა, რათა ჩვენი წვლილი შეგვეტანა მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი ტყის გადასარჩენად“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner